11:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-15 14:16:38, 519 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია

ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპულ პლატფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. 

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი "ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან გასულია".

"ქალბატონი სალომე კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას აანონსებს, ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან. მას პრეზიდენტის თანამდებობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური. ახლა კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარიც ზედმეტია, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს არის ძირის გამოთხრა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. არ ვიცი, ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა",- თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ და რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთობით მიიყვანს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics