12:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 16:46:51, 426 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, რუსეთს ჩააბარა

ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, რუსეთს ჩააბარა, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი, - ასე ეხმაურება ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.

ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს მოთხოვნას, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე, 84 დეპუტატი დასანქცირდეს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სახელმწიფოს მიტაცებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცებაზე. ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი. აქ, რატომ რუსული კანონის თემა, აღარ არის მნიშვნელოვანი, ამ კანონით რუსული რეჟიმი გააფორმეს. ამიტომ საზოგადოების პროტესტი იქნება კიდევ უფრო მძლავრი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში. აბარებენ რუსეთს საქართველოს, ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვერ შევეგუებით, საზოგადოების ნებისმიერი პროტესტი არის ლეგიტიმური. ამ ქვეყანაში აღარ არსებობს ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია, არის პრეზიდენტი, არის საპარლამენტო ოპოზიცია, დანარჩენი სხვა ინსტიტუტები ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.

ერთი დღითაც არ გადადეს ამ სხდომის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მაინც ჰქონოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო სიმპტომატური არის, რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის პარტიამ, საგანგებოდ, ხაზგასმით გააკეთა დღევანდელ დღეს, როცა არ მისცა ჩვენს პარტნიორებს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობაც კი, ამიტომ დღეს ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ გაფორმდა როგორც რუსული რეჟიმის ქვეყნად, ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი მოგვეცა, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მძლავრი, პროტესტს აქვს თავისი ლეგიტიმაცია, დღეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, არაკონსტიტუციურია, დაირღვა საბოლოოდ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომ ომი, რომელიც გამოუცხადა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics