18:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 21:23:27, 431 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ოპონენტების ცემას, დაშინებას და რეპრესიებს, ევროპასთან საერთო არაფერი აქვს

ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის წინააღმდეგ, -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებსა და სხვა სასტიკ მეთოდებს არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან.

“ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის წინააღმდეგ. ოპონენტების ცემასა და დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებსა და სხვა სასტიკ მეთოდებს. არაფერი საერთო არ აქვს ამ მეთოდებს ევროპასთან. ეს არის სწორედ ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება. 

ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვამხნევებდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიწერდნენ. ქართველი ერი არ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს, ის არ დანებდება და მივა ბოლომდე - ევროპულ გზამდე”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics