21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 14:02:38, 478 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ვგმობთ სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიაზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას

საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოითხოვს რეაგირებას! - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.

პლატფორმა ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვლენების დროულ და ყოველმხრივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე, მათ შორის, მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე, ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა.

მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება: ჩატარდეს დროული და ყოველმხრივი გამოძიება, დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში და გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.

  • მოვუწოდებთ მმართველ ხელისუფლებას, უარი თქვას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებაზე, რომელიც საქართველოს საზოგადოებას ყოფს და ძალადობასაც კი იწვევს, ხოლო საქართველოს უჭრის ევროკავშირსა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას.
  • მოვუწოდებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად და ყოველმხრივ გამოიძიონ ძალადობის თითოეული ფაქტი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

არა ძალადობას! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics