21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-04 17:31:10, 677 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის  დასაწყისში იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ADB-ის ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები. 

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობას, რაც ბიზნესებს შორის კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას აღინიშნა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე. სუზუკი შუნიჩიმ მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა", - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics