21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 13:20:32, 490 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება

ევროპარლამენტის დეპუტატები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურებიან და მიმართავენ ხელისუფლებას, რომ "სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება".

"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს" [რუსულ კანონს] აპროტესტებენ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იყოს დაცული.

ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. თუ ეს კანონი დამტკიცდება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და კონცენტრირება მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე.

ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ, რომ რუსეთის ორბიტის ნაწილნი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზისადმი", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics