|
2024-04-28 19:04:58, 764 ნახვა
რეგიონი
„ბათუმობის“ დღესასწაულის ფარგლებში, საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ
დღეს „ბათუმობა 2024" აღინიშნება. ბათუმობის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. "დღევანდელი დღე, ბათუმობის დღესასწაული თანაბრად უხარია დიდსა თუ პატარას, ბათუმელსა თუ ბათუმის სტუმარს. ყოველი გატარებული დღე ბათუმში არის დაუვიწყარი და ქალაქის თითოეული სტუმარი თავის წილ ბათუმს გულით დაატარებს. განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქი თავისი ისტორიით, სტუმართმოყვარეობით, წარსულით, აწმყოთი და რა თქმა უნდა მომავლით. ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბათუმელმა იცხოვროს ღირსეულ განვითარებულ, ლამაზ, მოწესრიგებულ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქში. ამისთვის, აჭარის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ. ბათუმმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის თუ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. ბათუმი უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც ევროპის წარმატებული ტურისტული მიმართულება. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წარმატება გავამყაროთ, კიდევ უფრო ღირსეული და სამართლიანი ქალაქი დავახვედროთ ჩვენს საპატიო სტუმრებს. მსურს მივულოცო ბათუმის საპატიო მოქალაქეებს და საპატიო ბათუმელებს დღევანდელი აღიარება, ყველა თაობა ვალშია თქვენთან იმ გაწეული შრომისთვის, იმ წვლილისთვის,რაც თქვენ გაქვთ შეტანილი ჩვენი საყვარელი ქალაქის განვითარებაში, მის წინსვლასა და საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაში",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 136-წლისთავთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები იმართება. დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო გალაკონცერტი სიმფონიური ორკესტრის და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)