|
2024-04-26 14:17:55, 454 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, ახლა მთავარი ერთობაა. "ახლა მთავარია ერთობა. რას ნიშნავს ჩემთვის ერთობა - ეს არის ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობა ძირითადი პრინციპების გარშემო, ხოლო რომელთა ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მიენიჭოს. პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით. არჩევნებში "ოცნების" დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც შევლენ მაქსიმალურად აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები და ეს მთავრობა უნდა გაუძღვეს გარდამავალ პერიოდს. ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ახალგაზრდობა, სამოქალაქო სექტორი, პარტიები, ჩვენ ყველანი ერთად, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის კანდიდატებზე. ყველაფერი სრული გამჭვირვალობის პირობებში უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ხალხის ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება და ოლიგარქს არ მივცეთ საშუალება, ხელი აფათუროს პოლიტიკურ პროცესებში. ამისთვის სასურველია, რომ როცა ამის დრო დადგება, ძირითადი კანდიდატურები დიდი შეკრების წინაშე შეირჩნენ. ეს არის ჩემეული ვერსია, ჩვენ გახსნილები ვართ ნებისმიერი სხვა ვარიანტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ერთობას. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)