|
2024-04-19 14:22:41, 323 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან სპეკულაციები მიმდინარეობს. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა პირიქით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მეტი ფული თანხის შემოდინებას და ინვესტირებას. „რატომ სპეკულირებენ და ასეთი სიბინძურეებით რატომ უნდათ რაღაც შექმნან, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში? ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს? პირიქით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი თანხის შემოდინებას და შემდეგ ამის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)