|
2024-04-16 15:33:34, 285 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - გუდიაშვილის მოედანზე დაპირებული მუზეუმის პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება
რაც იყო ჩვენი დაპირება, რომ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმი გაკეთდება, ეს პროექტი, რა თქმა უნდა განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმის მოწყობის დაპირება შეახსენა. კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები სწორედ ამ მუზეუმში განთავსდება. „სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. რაც შეეხება ჩვენს დაპირებას, რაც იყო მუზეუმთან დაკავშირებით, ერთი კონკრეტული შენობა გვაქვს გამიზნული იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი იქნეს განხორციელებული. როგორც კი ჩვენ ბიუჯეტში გვექნება შესაბამისი თანხები, რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტი იქნება განხორციელებული. ეს იყო ჩვენი დაპირება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ პროექტის განხორციელების დროს ნანახია ძალიან საინტერესო ნივთები და ეს ყველაფერი განთავსებული იქნება მუზეუმში“, - განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების ივლიანე წულაიასთვის მიყიდვას იმავე ფასად, რაც სახელმწიფოს დაუჯდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ აღნიშნული შენობები აუქციონის წესით გასხვისდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფასს არა მერია, არამედ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ადგენს. მისივე თქმით, სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ შენობები მოგების ინტერესიდან გამომდინარე გაყიდოს. „აუქციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები. სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ მოგება ნახოს. ნეტა ყველა შენობა ისე გაგვაყიდინა, დახარჯული თანხები რაც არის, ის ამოვიღოთ. ამდენად, ეს საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის გამჭვირვალე, კანონის ფარგლებში. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს გადაწყვეტილებას, არა მხოლოდ მერობის პერიოდში, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი. შენობა რა ფასად გაიყიდება, ამას განსაზღვრავს სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც აკეთებს შეფასებას და იმის მიხედვით ხდება აუქციონის გამოცხადება. რაც შეეხება ბატონ წულაიას, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ის ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიას. ასე რომ, ის ბიზნესმენია, მას აქვს მისი საქმე, ეს ჩემთან პირად ურთიერთობაში არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)