21:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 21:13:36, 437 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - არავის აბუჩად ასაგდები ქართველები არ ვართ - ვერავინ მოგვერევა

არავის აბუჩად ასაგდები ქართველები არ ვართ, არავის დასაჩაგრი საქართველო არ არის. ვერავინ ვერ მოგვერია ვერასდროს და ვერავინ ვერ მოგვერევა,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილი სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულის შემდეგ "სახლში ახალგაზრდები მიუვარდნენ".

"სახლში მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა ნიღბებით - ღმერთმა შეუნდოთ. ბავშვებს რას აკეთებინებენ, წარმოიდგინეთ. დაიწყეს რაღაცების მიხატვა და მოხატვა - "მოღალატე" და რაღაც. არც გამოვსულვარ სახლიდან. ჩემმა მეზობლებმა "კუდით ქვა ასროლინეს" ტვინარეულ ბავშვებს. მინდა, "ქართული ოცნება" გავაფრთხილო - ყველაფერზე წამსვლელები რომ ხართ, ვიცით, მაგრამ ჩემს ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე მართლა გაჩვენებთ სეირს. მე აქ ვარ, არავის მეშინია. იქიდან რომ ბაქიბუქობდნენ და მემუქრებოდნენ - ვიცი, რაზეც მივდიოდი, ვიცი, რომ გავილახებოდი, მაგრამ საქართველოს ენაცვალოს ჩვენი თავი და ჩვენი სიცოცხლე. საქართველოს გაუმარჯოს!"- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics