|
2024-04-15 19:39:02, 447 ნახვა
პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - LIVE
"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია. შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყო. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)