03:01 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 16:53:28, 700 ნახვა

რეგიონი
ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ ზესოფლში, სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თენგიზ გათენაძე ადგილზე გაეცნენ. 

„პროექტის ფარგლებში, არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი, სექციური ღობე, მაყურებელთათვის განკუთვნილი ტრიბუნები, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი.

ასევე, პროექტის ფარგლებში სპორტული მოედნის მიმდებარედ მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ფანჩატური.

აღნიშნული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 239 702 ლარია გამოყოფილი”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics