|
2024-04-15 14:55:29, 395 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ და თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება მწვანეაო
პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და "მოქალქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ელისაშვილმა დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა". "რუსეთში მიგვათრევენ, ხალხო, "ქოცი", "ნაცი", არ აქვს მნიშვნელობა, ულაპარაკოდ, ამას წყალი არ გაუვა. სამი საათია ბლუკუნებდნენ, უბრალოდ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ და თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება მწვანეაო. ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავის რუსის კანონიანად იმიტომ, რომ ესენი მიგვათრევენ რუსეთში“, - განაცხადა ელისაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)