|
2024-04-14 12:12:22, 375 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე: ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, "გირჩის" მიერ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება. "ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ გონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა ვნახოთ, იაგოს "გირჩის" მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს ანტიამერიკული განწყობა, შესაბამისად, "გირჩი" აპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შეტანას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)