04:05 - 13 Aug, 2026
|
2024-03-25 14:39:18, 1140 ნახვა
რეგიონი
კასპში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
ქალაქ კასპში ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გაეცნო. „შენობაში ამჯერად სველი წერტილების მოწყობა და მეორე სართულის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურის სახლს რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება სამუშაო და სამეცადინო პირობები, ფუნქციონალურად კი მეტად დაიტვირთება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)