13:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 20:03:30, 1071 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სტოლტენბერგთან ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა - მნიშვნელოვანია ურთიერთობები გავაღრმაოთ

ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.

კობახიძის თქმით, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში.

„რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics