|
2024-03-01 11:21:35, 559 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებენ და იტყვიან, რომ ეს არის ცენზურა, რუსული მიდგომა
ვინმემ რამე რომ არ დაგვაბრალოს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ცენზურას ხომ არ გამოიწვევს, ხომ არ გამოიწვევს ადამიანის უფლებების სფეროში ჩარევას რაიმე უხეში ფორმით - არა, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ოქროს შუალედი მოვნახოთ, რომ უფლებების დაცვის კუთხით კიდევ უფრო გავძლიერდეთ, მაგრამ ამავე დროს, ამის პარალელურად და არა ამის ხარჯზე, უნდა შევძლოთ ჩვენი მომავალი თაობების დაცვა ამ პროპაგანდისგან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, "მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მდინარაძის თქმით, "რადიკალური ოპოზიცია არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებს და იტყვის, რომ ეს არის ცენზურა და უფლებების დარღვევა". "წინასწარ დაგიანონსებთ, ხვალ, ზეგ, ჩვენი ამ ინიციატივის და არასაკანონმდებლო ინიციატივის, სპეციალურად ვამბობ ამას, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შევქმნათ საკანონმდებლო ინიციატივა, ამ ინიციატივის წინააღმდეგ, დაუწერელი კანონის, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებენ და იტყვიან, რომ ეს არის ცენზურა, ეს არის რუსული მიდგომა, იტყვიან, რომ ეს არის ჩარევა, უფლებების დარღვევა- ეს არის პროპაგანდის ნიშან-თვისება“,- აღნიშნა მდინარაძემ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს". "პროპაგანდის თავისებურებაა, რომ ის უნდა ამოეფაროს უფლებების დაცვის კონტექსტს და ისე უნდა წარმოებდეს პროპაგანდა. ამ პროპაგანდის შეპარება ადამიანებთან ასე ხდება, რომ ვითომ იცავენ უფლებას, სინამდვილეში აწარმოებენ პროპაგანდას. ამიტომ, ესენი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ. უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)