23:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 11:01:02, 521 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ალიანსის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს

ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს, - აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა„იმედი LIVE“ განაცხადა.

„ნატოს წევრ სახელმწიფოებთან გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ ამ შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა განსაკუთრებით აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება, ასევე ალიანსთან თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები.

ვიცე-პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდია სხდომა ასეთ მაღალ დონეზე არ ჩატარებულა.

„ძალიან პოზიტიური განწყობა იყო ამ შეხვედრაზე. აბსოლუტურად ყველამ ხაზი გაუსვა დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალება მოგვცა ჩვენი თანხვედრისა და ინტეგრაციის პროცესები ძალიან მაღალ დონეზე აგვეწია. ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა“, - დასძინა ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics