00:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 14:48:19, 1864 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე - შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით

შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, "ოპოზიცია ბუნებრივ მოვლენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს".

„ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად გადაიქცევა ხოლმე ჩვენი ოპოზიციის ხელში. ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ მიუდიათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, რათა ეს პრობლემები მოგვარებულიყო და რომლებისგანაც ჩვენ გადმოვიბარეთ აბსოლუტურად გაჩანაგებული სისტემა. რაც შეეხება ამ სტიქიის გათვლას, ამის გათვლა დროში და სივრცეში სამწუხაროდ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად წარმოუდგენელია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics