07:17 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 20:53:51, 1470 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ დოესის და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები დოესის და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

"მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, განსახორციელებელი პროექტები კი ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს დასრულდება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2024", - ნათქვამია კასპის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics