16:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 17:21:11, 902 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - განვიხილეთ, რომ თანამდებობაზე საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი - ვარჩიე, ეს გადაწყვეტილება ახლა მიმეღო

პოლიტსაბჭოსთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერ-მინისტრმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.

"პოლიტსაბჭოსთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილება მივიღო საარჩევნო პროცესში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics