|
2024-01-17 14:43:18, 749 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლინგ ძისთან ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხები განიხილეს. „შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. შევეხეთ ეკონომიკის ყველა სფეროს, გვქონდა ძალიან დეტალური, პროდუქტიული განხილვა. მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. "ქართული ოცნების" ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს. "მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი 20 იანვარს დასრულდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)