|
2024-01-17 14:11:40, 585 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - არიან ადამიანები და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ "საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად". მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებას და ნებისმიერი სახის პოზიტიურ დინამიკას. „ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არიან ადამიანები, არის პირთა წრე და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია და ჰქვიათ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. არამხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება - ეს არის ობიექტური რეალობა, მაგრამ სასიხარულოა, რომ საზოგადოება ამას ხედავს. სასიხარულოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება, იმიტომ, რომ მართლაც რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ არის ჩვენს ქვეყანაში მავნებელი და ვინ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ მომავალს და ნებისმიერ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. „ქართული ოცნების" ინფორმაციით, „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)