|
2024-01-11 14:17:25, 698 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ. კალაძის თქმით, ეს "ჩვეულებრივი სპეკულაციებია". „ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რასაც კადრულობდნენ 2020 წელს - გახსოვთ ყველას, როგორ გააყალბა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. ვინ აფინანსებდა და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, საზოგადოებამ იცის. რაც არ უნდა სპეკულაციები, ზოგიერთი ე.წ. ევროპარლამენტის მხრიდან სიბინძურე და მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე. არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია აწარმოოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. კითხვას - როდის აპირებს ხელისუფლება ქვეყანაში გრძელვადიანი, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას - თბილისის მერი პასუხობს, რომ დამკვირვებლები ოქტომბრამდე ჩამოვლენ, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს. „როცა ამის დრო და საჭიროება დადგება, გაცხადებული იქნება ეს ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე ყველა განვითარებულ ქვეყანაში. დღეს გინდათ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ? არის ამის აუცილებლობა?“ - აღნიშნა კალაძემ.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)