|
2023-12-26 22:43:07, 556 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - ამ პროცესში თავდაცვის ძალებს დიდი როლი აქვს შესრულებული
ეს არის ისტორიული მოვლენა არამხოლოდ ჩვენი დეკადის, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. რომ არა ქართული საზოგადოების გენეტიკური და კულტურული მისწრაფება და რომ არა ის შრომა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტმა და მთელმა გუნდმა გასწია, ამ შედეგს ვერ მივაღწევდით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მოსახლეობას ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცა. „შეუქცევადი პროცესია, რომ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე თავდაცვის ძალებს დიდი როლი აქვს შესრულებული, ჩვენი უწყება ამ პროცესებში ჩართული იყო, ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ და რომ არა ეს ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამ შედეგს ვერ მივიღებდით. ჩვენი სამხედროები მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვადასხვა მისიებში, იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან იმ დონის ურთიერთობამ, რაც ბოლო წლებში გვაქვს, ითამაშა თავისი როლი ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)