|
2023-12-19 09:59:16, 854 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა
საქართველო "მაგნიტსკის სიის" 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა. ამის შესახებ საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "მაგნიტსკის სიის" ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ დაუჭირეს. ხელმომწერებს შორის არიან ასევე: ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ისლანდია, სომხეთი და აზერბაიჯანიც. ამასთან, ქვეყნების სიაში ნახსენები არ არის საქართველო. აღსანიშნავია ასევე, რომ "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების მომხრე ქვეყნების სიიდან ამოღებული არიან სომხეთი და აზერბაიჯანი. ცნობისთვის, 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა "მაგნიტსკის სია" მიიღო, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი. 2017 წელს, ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავსი დოკუმენტი კანადის პარლამენტმა და კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)