|
2023-12-18 10:53:29, 551 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე ქვეყანა სტაბილურად ვითარდება
საქართველოს თავდაცვის უწყების 2023 წლის საქმიანობისა და უწყებაში მიღწეული პროგრესის შეჯამებისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ამ ჭრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების ძალისხმევასა და გაწეულ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება. „ამ გამოწვევების ფონზე ჩვენი ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მომავალშიც შევინარჩუნებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთადერთი დეკადა და ერთადერთი ხელისუფლება, როდესაც არ ყოფილა ომი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი Live“ სტუმრობისას. თავდაცვის მინისტრმა ის ძირითადი კომპონენტები მიმოიხილა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებული მზარდი საფრთხეების ფონზე, თავდაცვის სფეროში პრიორიტეტებს წარმოადგენდა და უწყებამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მან საზოგადოებას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)