|
2023-12-04 15:18:40, 693 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე პარტიიდან ბათუმის ორგანიზაციის წევრების წასვლაზე - ენმ არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია
"ნაციონალური მოძრაობა" არ არის სახელ და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრის, მათ შორის საკრებულოს დეპუტატების მიერ პარტიის დატოვებას. წითლიძის თქმით, პარტიის "11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცოცხალი ორგანიზმია". "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ისინი ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგისა, რაც ბათუმში და აჭარაში იდებოდა. ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის სახელ და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია. ეს არ არის პირველი "ნაციონალური მოძრაობისთვის. 11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ცოცხალი ორგანიზმი. ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის. მე ყველა წასულს ვუსურვებ წარმატებას და დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ", - განაცხადა წითლიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 7 დეპუტატმა პარტია დატოვა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)