11:58 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 14:50:04, 651 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - იურიდიულ პირებს პარტიების მიმართ შემოწირულობების გაღება შეეზღუდებათ - ოპოზიციას კრიტიკული მოსაზრება არ ჰქონია

იურიდიულ პირებს მთლიანად შეეზღუდებათ შემოწირულობების გაღება პარტიების მიმართ - ეს ერთი და მეორე - მშპ-სთან ფარდობა წლის განმავლობაში ხარჯისა კიდევ უფრო დაიწევს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების დაფინანსების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომდგენლებს უთხრა, ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია ინფორმირებული იყო და მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება არ გამოუთქვამთ.

"შარშან ეს შეფარდება მშპ-სთან 0,1-დან დავწიეთ 0,05-მდე და ახლა პროექტის იდეა არის, რომ დაიწიოს კიდევ 0,01-ით და 0,04 იყოს. რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების აკრძალვას, ეს გახლავთ ხანგრძლივი რეკომენდაცია, რომელიც იყო ვენეციის კომისიის ან ეუთოს ფარგლებში, მათ შორის ახლაც, ბოლო დასკვნაზე, რომელიც შეეხებოდა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, არის ეს რეკომენდაცია გაცემული.

გამიკვირდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომ თითქოს, ეს ცვლილება არის მიმართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ა.შ... შევთანხმდით და ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება არავის არ ჰქონია. გასაგებია, რომ საჯაროდ, ტელევიზიების წინ ისინი ცდილობენ, მსხვერპლად წარმოაჩინონ საკუთარი თავი",- თქვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics