|
2023-11-29 17:16:19, 1835 ნახვა
პოლიტიკა
„კარი რჩება ღია“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოს 20 ადამიანი დაემატება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფნგზე თქვა, პოლიტსაბჭოს კარი წინა მოწვევის პოლიტიკური საბჭოს წევრებისთვის ღია რჩება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დაემატებიან: ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭურაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე კრევო-ასათიანი, ვანო პეტრიაშვილი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლაძე, ირაკლი გიორგობიანი. "ნაციონალური მოძრაობის" წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს ყველა წევრისთვის კარი რჩება ღია და მე მინდა მოვუწოდი თითოეულ მათგანს - ჩემო ძვირფასებო, ყველანაირი პირადული უნდა დაივიწყოს ყველამ. ყველამ ერთად ხელი ჩავკიდოთ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის, მანიფესტის შესაბამისად და ვიბრძოლოთ ერთად. ამიტომ, კონკრეტული ადამიანები, ვინც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი და შესაბამისად შემოურთდებიან ერთობის მანიფესტს, ყოფილ პოლიტსაბჭოს წევრებს ვგულისხმობ, ეს კარი რჩება ღია",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 29 ნოემბერს გაახმოვანა. მანამდე, 28 ნოემბერს, ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციების წევრები გამოვიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)