|
2023-11-28 15:48:42, 929 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის გარდა, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ენმ-ის ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქციებიც მოუწოდებენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხობისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ხობის საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, წარმომადგენლობითმა ყრილობამ კი, პოლიტიკური საბჭო უნდა აირჩიოს. "დღეს, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა. იმისთვის, რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგელობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო. ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფარქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11- დან 10 საკრებულოს წევრი: ია ჯიშკარიანი; გურიელ ქარდავა; ლევან ლაშხია; ლელა ადანაია; ვეფხვია ფოცხორაია; მოგელი ხუხია; ნინო ბოკუჩავა; ბესიკ თამლიანი; ფელიქს წურწუმია და ჯანსუღ ჯიშკარიანი",- აღნიშნულია ფრაქციის განცხადებაში. რაც შეეხება ჭიათურის საკრებულოს წევრებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან", ისინი აცხადებენ, რომ თავმჯდომარე პრომლემას არ აღიარებს და და პარტიას ანგრევს. "პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრომლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს. მოთხოვნას უერთდება, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ხუთივე წევრი: გოგი ჩიკვილაძე; სიმონ ჯაფარიძე; ქეთი ცხოვრებაძე; ზურაბ კეთილაძე; ილიკო ჩიკვილაძე", - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, წევრებმა და თანამშრომლებმაც მოუწოდეს.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)