|
2023-11-27 15:44:11, 875 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია. "მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია და 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს წარმოადგენს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 52 გვერდისგან შედგება და ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით ითვალისწინებს. ამასთან, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს, EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაცია მაშინ იტყობინებოდა, რომ სხდომაზე კომისიის წევრებმა "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე".
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)