|
2023-11-24 15:39:10, 648 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია
აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. „სასიხარულოა ჩემთვის მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალურ პროგრამაში (SPECA) ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტში მონაწილეობა. მაქვს პატივი, საპატიო სტუმრის რანგში მივმართო დღეს აქ შეკრებილ გამორჩეულ საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში, ამ ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის და ულამაზეს ქალაქ ბაქოში ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. მე ასევე გულწრფელად გილოცავთ ამ პროგრამის დაარსების 25 წლის იუბილეს, რომელიც შეიძლება ითქვას, უნიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა სექტორული თანამშრომლობისთვის და ჩარჩო ინიციატივად იქცა რეგიონში სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას",- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში დღეს, 24 ნოემბერს გაემგზავრა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)