|
2023-11-24 12:24:53, 786 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - თუ „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა, მზად ვარ, მანიფესტზე ხელი მოვუწერო
თუ "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს. ოდიშარიას თქმით, მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას ახსენებს. "მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება "ბოლშევიკებსა" და "მენშევიკებს" შორის. ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე "ბოლშევიკებს" ნამდვილად არანაირი პერსპექივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა "ოქტომბერმა" უკვე დიდი ხანია ჩაიარა. რაც შეეხება მანიფესტს, ის, როგორც წესი, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება. თუ "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით", - წერს ოდიშარია "ფეისბუქზე".
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)