|
2023-11-20 17:41:11, 734 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. თორნიკე რიჟვაძემ მისიის ხელმძღვანელს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. "ყურადღება გამახვილდა USAID–ის ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები. შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)