|
2023-11-20 16:30:37, 650 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ავიწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა
ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩართვაც ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად, კანონმდებლობის სერიოზული დარღვევაა. "მგონი, ავიწყდება მას [სააკაშვილს], რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, ესეც სერიოზული დარღვევაა ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად, კანონმდებლობის. ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი, ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე“,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)