|
2023-11-20 14:15:45, 1375 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიამ 2024 წლის ბიუჯეტი განიხილა
შუახევის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. 2024 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 2 760 000 ლარით გაიზარდა და 21 860 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის საწყისი ბიუჯეტი 21 860 000 ლარს შეადგენს და წლის ბოლოსთვის 25 000 000 ლარამდე გაიზრდება. "გაზრდილი ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საჭიროებებზე, პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც საშუალებას იძლევა, წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული მიმართულებით. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 9 700 000 ლარია გათვალისწინებული, გაგრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალმომარაგება, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სოფლის და ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა. დაგეგმილია ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება, მთების ელექტროფიკაცია და ა.შ.
განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით 4 800 000 ლარია გათვალისწინებული. გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 120 000 ლარით, გაგრძელდება ყველა მოქმედი პროგრამა, ასევე დაემატება 2 ახალი პროგრამა. ჯამში, 2 000 000 ლარამდე განისაზღვრა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება. 2024 წლის ბიუჯეტი მზარდი იქნება და წლის ბოლოსთვის 25 000 000 ლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეთა დასმულ კითხვებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები პასუხობდნენ.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით, წინადადებებითა და შენიშვნებით არაუგვიანეს 25 ნოემბერს დაუბრუნებს. თავის მხრივ, შუახევის მერია ბიუჯეტის პროექტის იმავე, ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს. შუახევის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)