|
2023-11-14 09:34:13, 666 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - მისი ნალაპარაკევი არაფერს ნიშნავს, ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ზურაბიშვილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან წამის მეასედში გააქრობდა
პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ნდობაზე. ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ ნდობას, რომელსაც მთავრობა პრეზიდენტს უცხადებს, როდესაც ის საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ LCI-სთან, რომელშიც პრეზიდენტმა კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, უპასუხა: "მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა". "მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ფორმალურად ქვეყნის პრეზიდენტს წარმოადგენს, მისი ნალაპარაკევი არაფერს ნიშნავს და მადლობა ღმერთს, თორემ, ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან წამის მეასედში გააქრობდა და ამ უზარმაზარი, უძლიერესი მეგობარი ქვეყნისგან, რომლის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ცდილობს ბევრი, ერთ ჩვეულებრივ ოპონენტს, მოწინააღმდეგეს, მტერს მივიღებდით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რაღაც საკუთარი ქვეყნის ლიდერზე ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია და ადეკვატურ რეაგირებას იწვევს ხოლმე, ეს ასეა მსოფლიო პოლიტიკაში",- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, ზურაბიშვილმა, სი ძინ პინზე გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. "ასეთი ნაბიჯებით სხვა გზას არ გვიტოვებს თუ არა, რომ ბოდიშები ვიხადოთ. დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს და მას, პოლიტიკურად აბსოლუტურად თანმიმდევრული "ქართული ოცნების" და ქვეყნის ლიდერს მოუწია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი პრეზიდენტი კი არის [სალომე ზურაბიშვილი], მაგრამ რომ საუბრობს, ენას ძვალი არ აქვს. ძალიან უხერხული მომენტი გამოიწვია ამ ქალბატონის სიტყვებმა",- განაცხადა მათიკაშვილმა POS TV-ის ეთერში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)