|
2023-11-13 13:52:50, 677 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი ბერაიას - სირცხვილია, ისევ თავმჯდომარე რომ ხარ
სირცხვილია, ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე,- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას კომიტეტის სხდომაზე. ელისაშვილმა ბერაიას გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად სიტუაცია, სანამ იქნები ჩაბღაუჭებული თანამდებობას. სირცხვილია ყოველი დღე, როდესაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე",- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას. შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, ბერაიამ აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)