|
2023-11-10 16:02:08, 863 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ენმ-მა საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოვუტანეთ 8 ნოემბერი
მინდა გითხრათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა საქართველოს მოვუტანეთ 8 ნოემბერი. ეს არის ნათელი განსხვავება იმ ბოროტ ძალასა და ნათელს შორის, სინათლეს, პროგრესსა და ქვეყნის ინტერესებს შორის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ღუდუშაური ევროკომისიის დათქმების შესახებ ოპოზიციის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „ოპოზიცია აღარ არსებობს და მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვს ქვეყნის ინტერესებთან“. „ოპოზიცია აღარ არსებობს. ესენი არიან საკუთარი ქვეყნის მტრულად განწყობილი, ხელმოცარული, ე.წ. პოლიტიკოსები. მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ ქვეყნის ინტერესებთან. ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ ახალ რეკომენდაციებზე მუშაობას ისე აქტიურად, როგორც ეს მანამდე გავაკეთეთ. ჩვენი მთავარი სულისკვეთებაა, გადავდგათ თამამი, პრინციპული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის პროგრესი იყოს შეუქცევადი და ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც არის ევროპულ დიდ ოჯახში გაწევრება, იყოს მიღწეული. მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ოპოზიცია მორიგ ჯერზე უარს იტყვის საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების გატარებაზე. ესენი კვლავაც დარჩებიან ბოიკოტის რეჟიმში, როგორც აქამდე უწოდებენ მათ ამ მდგომარეობას, მაგრამ მათი ეს მდგომარეობა სინამდვილეში არა ბოიკოტი, არამედ რეალურად არის სუბრეალური მდგომარეობა. ესენი მოწყვეტილი არიან რეალობას, მოწყვეტილი არიან საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. ოპოზიცია არის დასრულებული. მე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რომ ამ ისტორიული, სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)