|
2023-11-09 18:17:24, 885 ნახვა
პოლიტიკა
მუხთარლი შეპელევზე - დარწმუნებული ვარ, რუსი აქტივისტი ქართული სპეცსამსახურების ჩართულობით გაიტაცეს
მე დარწმუნებული ვარ, რუსი აქტივისტი გაიტაცეს ქართული სპეცსამსახურების ჩართულობით, როგორც ჩემს შემთხვევაში, - ასე ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების საკითხს. როგორც მუხთარლი "TV პირველთან" საუბრისას აღნიშნავს, " ბიძინა ივანიშვილი არის დიქტატორის, პუტინის მეგობარი და მათი თხოვნით მუდმივად ასრულებს ასეთ დავალებებს". "ეს არის ჩემი ისტორიის, გატაცების მსგავსი ამბავი. მე დარწმუნებული ვარ, რუსი აქტივისტი გაიტაცეს ქართული სპეცსამსახურების ჩართულობით, როგორც ჩემს შემთხვევაში. მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავსი გატაცებების ორგანიზების დიდი გამოცდილება გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსულ, არამედ ბელორუსულ სპეცსამსახურებთან და თუ არ მეშლება, მათ 2 წლის წინ შეთანხმებაც გააფორმეს. საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა იმ სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩამოდიან და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ", - განაცხადა მუხთარლიმ. ცნობისთვის, "არტპოდგოტოვკას" აქტივისტ რაფაილ შეპელევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რუსულმა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება - Первый отдел-მა გაავრცელა. Первый отдел-ის ცნობით, გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. რაფაილ შეპელევის საქართველოში შესაძლო გაუჩინარების საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)