23:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 17:21:50, 750 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ის მადლიერია პრეზიდენტ მაკრონის მხარდაჭერით და სჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე დაეხმარება. 

"მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერები ვართ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირის გზაზე!  გვჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, დაგვეხმარება წარმატებულ წინსვლასა და გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში გუშინ, 8 ნოემბერს გაემგზავრა.

პარიზში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. 

პრემიერი და პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებენ მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics