00:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 23:16:48, 752 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახდეპი - მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით

მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელმა კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა.

ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი ათ ქვეყანას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics