00:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 22:52:21, 652 ნახვა

პოლიტიკა
სანდუ - ზურაბიშვილთან საუბრისას მას და ქართველ ხალხს EU-ში გაწევრიანების გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

სანდუს თქმით, საუბრისას მან სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მიულოცა.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილი“, - წერს სანდუ.

ცნობისთვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics