|
2023-11-07 10:07:58, 830 ნახვა
პოლიტიკა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ოკუპანტებს - რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით? დადგება დრო და დიდ ფასს გადაიხდით
რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! - ასე ეხმაურება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს. ჯამდელიანის განცხადებით, დადგება დრო, როდესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდიან. "რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით! ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე დაეცემა!", - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი "ფეისბუქზე". ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)