16:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 15:16:34, 529 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომებზე, თბილისის და საოლქო პროკურორების ანგარიშები მოისმინეს

​საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომებზე, თბილისის პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ზაზა მეტონიძემ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორმა ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა, თბილისსა და რეგიონებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები წარადგინეს.

„სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მომხსენებლებმა სხდომის წევრებს, გაწეული საქმიანობის ანალიზი და სტატისტიკა წარუდგინეს; ისაუბრეს ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, განრიდების, აღკვეთის ღონისძიების, დამდგარი განაჩენების მაჩვენებლებზე, დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ანგარიშების წარდგენის შემდეგ, მომხსენებლებმა სხდომის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics