20:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 14:51:17, 586 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, აქტიურად გრძელდება დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და რეაბილიტაცია - ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები შ. ნუცუბიძის N46-ში, არსებულ სკვერში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდა. 

"სამუშაოების შედეგად, 2 000 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, ამავე მისამართზე რეაბილიტირდა 800 კვ. მ  ფართობის სპორტული მოედანი. განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ლაგომ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  486 590  ლარი დაიხარჯა. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის კი  - 99 551 ლარი გამოიყო და  პროექტი კომპანია „დოკასპორტმა“ შეასრულა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics