20:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 11:02:52, 718 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია ჩაატარეს

​შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და ხუთი ერთეული სპეცტექნიკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით მაქაცარიასთან ერთად გაეცნო.

„სამშენებლო ნარჩენის პრობლემა ხუდადოვის ტყეში, სამწუხაროდ, მუდმივად აქტუალურია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქციებს აქ რეგულარულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ სივრცეებში, ქალაქის ქუჩებში, კონტეინერებში ნუ განვათავსებთ სამშენებლო ნარჩენს, რაც შემდგომ ჩვენს სპეცმანქანებსაც აზიანებს. ყველა ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გამოსავალი მარტივია - გლდანში, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალურ ობიექტზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის ინერტული ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიანი ტარიფებით“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics