|
2023-10-25 13:11:35, 1269 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა
2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რიჟვაძის თქმით, გაიზარდა როგორც სამინისტროების ბიუჯეტი და შესაბამისად ის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. ტრანსფერი 35, 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 241 მლნ ლარს შეადგენს. "ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ აჭარის 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა. პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის თითოეულ მაცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, მისივე, დაიწყება „ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 000 000 ლარია გათვალისწინებული. განხორციელდება გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა. ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის" განვითარების პროექტისთვის 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო, 35, 8 მლნ ლარი გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)